აირჩიე ქვეყანა და ენა

NL ლოგო

ეკოლოგიური
პროგრამა

გაფრთხილებით,
ვქმნით პლანეტის მომავალს!

ვიდეოს ყურება

ჩვენს ეკოლოგიურ პროგრამაზე

კომპანია NL®გარემოს დაცვას წარმატებული ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მთავარ პრინციპად მიიჩნევს. გააზრებული არჩევანისკენ ლტოლვა, ბუნების გადარჩენის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ადამიანზე და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა — ეს არის NL - ის სტრატეგიის ნაწილი. დასახული მიზნების რეალიზაციისათვის ჩვენ შევიმუშავეთ რიგი პროექტები.

პროექტი №1

ECOBAG

2019 წლის  დეკემბერში NL International®-მა  გაყიდვაში Eco Bag ქაღალდის პაკეტები ჩაუშვა.  ჩვენ გვრუს საერთოდ  ამოვიღოთ ხმარებიდან პოლიეთილენის პარკები იმიტომ, რომ ისინი უდიდეს ზიანს აყენებენ გარემოს.

პლასტმასის ან პოლიეთილენის პაკეტების დაშლის დრო  — არის 700 დან 1 000 წლამდე. ეს არის გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზი და იწვევს ფლორის და  ფაუნის მასიურ სიკვდილს.

პაკეტები ECOBAG ერთი თვის განმავლობაში ბოლომდე იშლება

პროდუქტები, რომლებიც ადვილად იშლება  არ ვნებენ ნიადაგს, რადგანაც ისინი შედგებიან  ბუნებრივი კომპონენტებისგან.

პროექტი №2

ბატარიები,დანებდით!

2019 წლის ბოლოს NL International® იწყებს კომპანიის მაღაზიებში ბატარიების შეგროვების აქციას სახელწოდებით «ბატარიებო, დანებდით!».

რატომ უნდა ჩააბაროთ გამოყენებული ბატარიები?

  1. გადაგდებული ბატარია ჟანგდება და  შესაძლებელია აფეთქდეს.
  2. ერთი ბატარიის დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება.  ანუ  ჯერ  არცერთი  დედამიწაზე შექმნილი ბატარია  არ გამქრალა!
  3.  ბუნებაში გადაგდებული ბატარია  20 მეტრის რადიუსით  მძიმე მეტალებით  აბინძურებს და კლავს მიწას.
  4. ბატარიები გამოყოფენ ვერცხლისწყალს, კადმიუმს, ტყვიას, რომლებსაც დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ:  ნერვული აშლილობიდან  კიბომდე.

ამიტომ კომპანიაNL International®  საკუთარ მაღაზიებში დებს ბატარიების შესაგროვებელ სპეციალურ ყუთებს.

შეგროვებული ბატარიები მოგვიანებით გადაიცემა  გადამუშავებაზე.

ბატარიების შესაგროვებელი ყუთი
NL ლოგო

პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება  –ეკოლოგიის  საკითხზე არის ჩვენი  წვლილი ჯანმრთელი საზოგადოების განვითარებაში. კომპანია NL ® აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას მომავალი თაობის მიმართ. ჩვენ  ვიწყებთ კონრეტულ მოქმედებებს  ეკოლოგიური პოლიტიკის მიმართულებით. კომპანია ჯერ გზის  დასაწყისშია: ჩვენ  პატარა, მაგრამ  მნიშვნელოვან  ნაბიჯებს ვდგამთ  ამ მიმართულებით.

ერთად ჩვენ უნდა მოვძებნოთ ყველა შესაძლო ეკოლოგიური გამოსავალი და  დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიები, რათა გარემომ და  ეკონომიკამ შეძლონ ჰარმონიულად თანაარსებობა.