ჩვენს ეკოლოგიურ პროგრამაზე
კომპანია NL®გარემოს დაცვას წარმატებული ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მთავარ პრინციპად მიიჩნევს. გააზრებული არჩევანისკენ ლტოლვა, ბუნების გადარჩენის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ადამიანზე და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა — ეს არის NL - ის სტრატეგიის ნაწილი. დასახული მიზნების რეალიზაციისათვის ჩვენ შევიმუშავეთ რიგი პროექტები.
პროექტი №1
ECOBAG
2019 წლის დეკემბერში NL International®-მა გაყიდვაში Eco Bag ქაღალდის პაკეტები ჩაუშვა. ჩვენ გვრუს საერთოდ ამოვიღოთ ხმარებიდან პოლიეთილენის პარკები იმიტომ, რომ ისინი უდიდეს ზიანს აყენებენ გარემოს.
პლასტმასის ან პოლიეთილენის პაკეტების დაშლის დრო — არის 700 დან 1 000 წლამდე. ეს არის გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზი და იწვევს ფლორის და ფაუნის მასიურ სიკვდილს.
პაკეტები ECOBAG ერთი თვის განმავლობაში ბოლომდე იშლება
პროდუქტები, რომლებიც ადვილად იშლება არ ვნებენ ნიადაგს, რადგანაც ისინი შედგებიან ბუნებრივი კომპონენტებისგან.
პროექტი №2
ბატარიები,დანებდით!
2019 წლის ბოლოს NL International® იწყებს კომპანიის მაღაზიებში ბატარიების შეგროვების აქციას სახელწოდებით «ბატარიებო, დანებდით!».
რატომ უნდა ჩააბაროთ გამოყენებული ბატარიები?
- გადაგდებული ბატარია ჟანგდება და შესაძლებელია აფეთქდეს.
- ერთი ბატარიის დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება. ანუ ჯერ არცერთი დედამიწაზე შექმნილი ბატარია არ გამქრალა!
- ბუნებაში გადაგდებული ბატარია 20 მეტრის რადიუსით მძიმე მეტალებით აბინძურებს და კლავს მიწას.
- ბატარიები გამოყოფენ ვერცხლისწყალს, კადმიუმს, ტყვიას, რომლებსაც დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ: ნერვული აშლილობიდან კიბომდე.
ამიტომ კომპანიაNL International® საკუთარ მაღაზიებში დებს ბატარიების შესაგროვებელ სპეციალურ ყუთებს.
შეგროვებული ბატარიები მოგვიანებით გადაიცემა გადამუშავებაზე.
პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება –ეკოლოგიის საკითხზე არის ჩვენი წვლილი ჯანმრთელი საზოგადოების განვითარებაში. კომპანია NL ® აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას მომავალი თაობის მიმართ. ჩვენ ვიწყებთ კონრეტულ მოქმედებებს ეკოლოგიური პოლიტიკის მიმართულებით. კომპანია ჯერ გზის დასაწყისშია: ჩვენ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ ამ მიმართულებით.
ერთად ჩვენ უნდა მოვძებნოთ ყველა შესაძლო ეკოლოგიური გამოსავალი და დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიები, რათა გარემომ და ეკონომიკამ შეძლონ ჰარმონიულად თანაარსებობა.