საიტის ძველი ვერსია

გადასვლა
Smart Bakery

Smart Cake

მაჩას მწვანე ჩაის და ჯინჯერის კექსი

Smart Cake — საყვარელი კექსის განუმეორებელი გემო. სახლში გამომცხვარი კექსი, რომლის მომზადებასაც მხოლოდ 1 წუთი ჭირდება! ახლა თქვენ აღარ მოგიწევთ არჩევანი გააკეთოთ კარგ ფიგურას და გემრიელ დესერტს შორის, რადგანაც Smart Cake თითოეულ კექსში — განუმეორებელი გემო და გამოზომილი რაოდენობის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლებია და ეს ყველაფერი გაძლიერებულია სუპერფუდებით.

რბილი, ჰაეროვანი და არომატული კექსი ჯინჯერით და მაჩათი, ხელს უწყობს ნივთიერებათა მიმოცვლის დაჩქარებას, ის იდეალურად შეავსებს თქვენ ყავის-შესვენებას.

Smart Cake — ეს არის:

  • სასარგებლო დესერტი პროტეინის კომპლექსით.
  • მზადდება 1 წუთში.
  • კალორიების და გემოს იდეალური ბალანსი.
  • ტვინის მუშაობისთვის და კარგი მეხსიერებისთვის, კანის, თმის და ფრჩხილების სილამაზისთვის აუცილებელი სასარგებლო ცხიმები .

3 პაკეტი თითო 30გრ.

დამზადებულია რუსეთში

290
!შესაძლებელია სასაჩუქრე ანგარიშიდან გადახდა

Smart Cake — დესერტი, რომელსაც ასე ელოდით! ჯინჯერის მკვეთრი არომატით და მაჩას ჩაის მოტკბო გემოთი, რომელიც ასევე ჩაის მწვანე ელფერს სძენს. დესერტის ჰაეროვანი კონსისტენცია, აუცილებლად ყველაზე გამორჩეულ ტკბილეულის მოყვარულსაც კი მოეწონება!

Smart Cake — დესერტი, რომელიც ძალიან სწრაფად, მხოლოდ 1 წუთში მზადდება. დესერტის თითოეულ ნაჭერში — არის კალორიების და გემოს იდეალური ბალანსი: სულ 110 კკალ ერთ პორციაში! იდეალური ვარიანტი მათთვის ვისაც სურს დაწიოს სხეულის მასა ან კომფორტულად შეინარჩუნოს ოპტიმალური წონა.

 

ვისთვის არის?

  • მათთვის ვინც ფიგურას უფრთხილდება.
  • ვისაც გემრიელი და სასარგებლო ხემსის მომზადების დრო არ აქვს.
  • ვინც სწორ კვებას დიდ ყურადღებას აქცევს.
  • ვისაც დესერტზე უარის თქმა არ შეუძლია.
  • Protein Complex — ცვლადი და უცვლელი ამინომჟავების წყარო, რომელიც იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ორგანიზმის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად არის აუცილებელი.
  • Carbo Complex — ენერგიის აღსადგენად და დიდი ხნის განმავლობაში დანაყრებულობის შეგრძნებისათვის.
  • ქოქოსის რძე — კალორიების დეფიციტის დიეტისას ყველაზე სასარგებლო რძე, რომელსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს. ხელს უწყობს სწრაფ დანაყრებას და განყწობის გაუმჯობესებას. ინარჩუნებს კანის, თმის და ფრჩხილების სილამაზეს.
  • მაჩას მწვანე ჩაი — ხელს უწყობს მეტაბოლიზმის დაჩქარებას. მდიდარია თანინით, ბუნებრივი ანტიდეპრესანტით. შემადგენლობაში შემავალი კატეხინები ცნობილია ძლიერი ანტიოქსიდანტური ეფექტით, ებრძვიან ნაადრევ დაბერებას.
  • ჯინჯერი — ცნობილია თავისი იმუნური სისტემის გაძლიერების უნარით, ხელს უწყობს ორგანიზმს საჭმლის მონელების ნორმალიზებაში. ჯინჯეროლი, რომელსაც შეიცავს ჯინჯერი, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ასევე აქვს გამათბობელი თვისებები.

შემადგენლობა: Protein Complex (რძის ცილის კონცენტრატი, შრატის ცილის კონცენტრატი, კვერცხის მშრალი ფხვნილი), Carbo Complex (მალტოდექსტრინი, ინულინი), ჯინჯერის ცუკატი (ჯინჯერი, შაქარი, გლუკოზა-ფრუქტოზის სიროფი), ქოქოსის ზეთი, შვრიის ფანტელები, საფუარი (ნატრიუმის დიჰიდროგენ პიროფოსფატი, კალციუმის ფოსფატი, ნატრიუმის ბიკარბონატი),მაჩას მწვანე ჩაი, არომატიზატორები, ემულგატორები (გლიცერინის და რძემჟავა და ცხიმოვანი მჟავების ეთერები, პოლიგლიცერინის და ცხიმოვანი მჟავების ეთერები, ცხიმოვანი მჟავების მონო და დიგლიცერიდები, პოლიოქსიეთილენი (20) სორბიტანის მონოოლეატი), გლუკოზის სიროფი, რძის ცილა, დამატკბობლები (ნატრიუმის ციკლამატი, ნატრიუმის საქარინატი).

წარმოებაში გამოიყენება ნიახური, სეზამის თესლი, სოიო და მათი პროდუქტები.

 

საკვები და ენერგეტიკული ღირებულება(საშუალო მნიშვნელობა)

მშრალი პროდუქტის ულუფაზე(30 გრ)

% რდდ*

ენერგეტიკული ღირებულება, კკალ / კლჯ

110 / 460

4,4

ცილები, გრ

9,5

12,7

ცხიმები, გრ

3

4

ნახშირწყლები, გრ

10

3

საკვები ბოჭკო, გრ

3,5

12

 

* რდდ (რეკომენდირებული დოზა დღეღამის განმავლობაში) 

საცხობ ფორმაში ჩაასხით 2 ჩაის კოვზი (20 მლ) ოთახის ტემპერატურის სასმელი წყალი , დაამატეთ ერთი ულუფა მშრალი პროდუქტი (30 გრ) და კარგად მოურიეთ. შედგით ფორმა მიკროტალღოვან ღუმელში, დააყენეთ საშუალო სიმძლავრე(420–450 ვტ) 1–2 წუთზე. (60–120 წამი). გამომცხვარი კექსი ოდნავ გააცივეთ და გადმოიღეთ ფორმიდან. მიიღეთ დამზადებისთანავე.

პროდუქტის მიმოხილვები