საიტის ძველი ვერსია

გადასვლა
Occuba Professional, Must Have

მამაკაცის შამპუნი Control

ქერტლის საწინააღმდეგო, ცხიმიანი თმებისთვის

სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი შამპუნი აქრობს ქერტლის წარმოშობის მიზეზებს, ებრძვის მათ უჯრულ დონეზე. ადვილად უმკლავდება ცხიმიანი თმის პრობლემას, კვებავს თმას შიგნიდან, აჯანმრთელებს და ხდის მას ძლიერს და მბზინვარეს

ფლაკონი 250 მლ

დამზადებულია გერმანიაში

690
!შესაძლებელია სასაჩუქრე ანგარიშიდან გადახდა

მამაკაცის შამპუნი Control ეფექტურად აგვარებს ცხიმიანი თმის პრობლემას, აქრობს ქერტლს და მისი წარმოქმნის მიზეზებს. 

  • AFG system® დაპატენტებული კომპლექსი აჯანსაღებს თავის კანს, კვებავს და ატენიანებს მას.
  • სოკოს საწინააღდმეგო ანტიმიკრობული კომპონენტი Piroctone Olamine აქტიურად ებრძვის ქერტლს უჯრედულ დონეზე. 
  • აქვს ბუნებრივი ანტისეპტიკის სამმაგი ეფექტი : ჭინჭარი, შალფეი და კალენდულა - დაგეხმარებათ თმის ცხიმიანობის შემცირებაში და დაიცავს თავის კანს ყველა უსიამოვნო შეგრძნებისგან: ქავილი, კანის ქერცვლა და გაღიზიანება. მდიდარია ვიტამინებით, ამინომჟავებით და მიკროელემენტებით, ექსტრაქტებით აღადგენენ თმას შიგნიდან ხდიან მას უფრო ძლიერს, გამძლეს და მბზინვარეს. 

ვისთვის არის ?

  • ვისთვისაც მნიშვნელოვანია სახლის პირობებში პროფესიონალური ზრუნვა საკუთარ თავზე
  • ვისაც სურს ჯანმრთელი და ძლიერი თმა 
  • ვინც ეძებს უსულფატო შამპუნს
  • ვისთვისაც მნიშვნელოვანია უსაფრთხო შემადგენლობა
  • უსაფრთხოება
    Occuba Professional არცერთი საშუალება არ შეიცავს SLS ჯგუფის სურფაქტანტებს, საშიშ კონსერვანტებს, პარაბენებს და ფორმალდეჰიდებს. Occuba Professional-ში გამოყენებული დასაბანი საშუალება - არის ქოქოსის და პალმის ზეთებზე დაფუძნებული. აშორებს თმის ზედაპირზე დაგროვებულ ცხიმს და ჭუჭყს, არ აზიანებს დამცავ ფენას და არ აღიზიანებს თავის კანს. 
  • შესამჩნევი შედეგი
    Occuba Professional საშუალებები ატენიანებენ, ამკვრივებენ, უბრუნებენ ბზინვარებას, აღადგენენ თმის სტრუქტურას, უვლიან თავის კანს. ყოველდღიურად თმის მდგომარეობა უმჯობესდება.
  • გერმანული ხარისხი
    Occuba Professional საშუალებები დამზადებულია გერმანიაში - კომპანიაში JoJo Haircosmetics. უკვე 30 წელზე მეტია კომპანია ქმნის თმის მოვლის პროფესიონალურ კოსმეტიკას (1983 წლიდან). მას აქვს საკუთარი ლაბორატორია და კვლევითი ცენტრი. 
  • პერსონალური გამოსავალი ყველა ტიპის თმისთვის
      Occuba Professional კოლექციაში შედის ნებისმიერი ტიპის თმის მოვლის საშუალებები ყოველდღიური გამოყენებისთვის.თმის და თავის კანის კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად თითოეულ საშუალებაში დამატებულია შესაბამისი სპეციალური აქტიური კომპონენტები. მათ შერჩევაში მონაწილეობა მიიღო სპეციალურად მოწვეულმა ექსპერტმა ნატალია სვეჩნიკოვამ - უმაღლესი კატეგორიის ექიმი დერმატოლოგი, კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომელი . 

AQUA, DISODIUM LAURETH SULFOSUCCINATE, SODIUM COCOAMPHOACETATE, POTASSIUM COCOYL HYDROLYZED COLLAGEN, GUAR HYDROXYPROPYLTRIMONIUM CHLORIDE, HEXYL NICOTINATE, FRUCTOSE*, GLUCOSE*, ALANINE*, GLUTAMIC ACID*, ASPARTIC ACID*, SUCROSE, UREA, DEXTRIN, HEXYLENE GLYCOL, BENZOIC ACID, DEHYDROACETIC ACID, PHENOXYETHANOL, ZINC PCA, PIROCTONE OLAMINE, CALENDULA OFFICINALIS EXTRAKT, ALCOHOL, URTICA DIOICA EXTRACT, ROSMARINUS OFFICINALIS LEAF EXTRACT, EUCALYPTUS GLOBULUS LEAF OIL, CINNAMOMUM CAMPHORA WOOD OIL, PINUS SPECIES TWIG LEAF OIL, ROSMARINUS OFFICINALIS LEAF OIL, CAMPHOR, d-LIMONENE, LINALOOL, HEXYL CINNAMAL, CITRAL, BUTYLPHENYL METHYLPROPIONAL CI 42051, PARFUM (FRAGRANCE).

*AFG-System®

შამპუნის საფუძველი

  • რბილი სურფაქტანტები
    Occuba Professional ს ძირითადი კომპონენტი არის Disodium Laureth Sulfosuccinate - რბილი სურფაქტანტები - რომელიც არ აღიზიანებს კანს. ამ არაიონურ კომპონენტს ხშირად უწოდებენ "ჭკვიან საპონს", რადგან იგი აშორებს ჭუჭყს და ცხიმს თმის ზედაპირიდან დამცავი ფენის დაზიანების გარეშე.
  • კოლაგენი
    Occuba Professional შამპუნში შედის Potassium Cocoyl Hydrolyzed Collagen - კომპონენტი, რომელიც დაფუძნებულია კოლაგენზე, თმის აღდგენისთვის სასარგებლო კომპონენტი.
  • კონდიციონერის დანამატი
    შემადგენლობაში დამატებულია სპეციალური დანამატი Guar Hydroxypropyltrimonium Chloride,რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ეს შამპუნი კონდიციონერის გარეშეც გამოიყენოთ - თმა ადვილად დაივარცხნება და გასწორდება. 

აქტიური კომპონენტები

  • AFG-System
    ამინომჟავების, ფრუქტოზისა და გლუკოზის ექსკლუზიური კომპლექსი, რომელიც თითოეული ხაზის პროდუქტის ნაწილია. აღადგენს თმას, ხდის მას უფრო ელასტიურსა და გამძლეს.
  • PIROCTONE OLAMINE
    ანტიმიკრობული სოკოს საწინააღდმეგო ინგრედიენტი, რომელიც აქტიურად ებრძვის ქერტლს უჯრედულ დონეზე და ხელს უწყობს  ჯირკვლების ფუნქციონირების ნორმალიზებას, ამცირებს ცხიმის ზედმეტ სეკრეციას. მისი ქიმიური სტრუქტურა დნმ-ს მსგავსია, ამის გამო იგი ადვილად ინტეგრირდება იმ მიკროორგანიზმის ბირთვში, რომელიც ხელს უწყობს ქერტლის განვითარებას, არღვევს მის მუშაობას და შედეგად მიკროორგანიზმი კვდება. ამრიგად, PIROCTONE OLAMINE ხელს უშლის ქერტლის წარმოქმნას, ქავილს და კანის გაღიზიანებას.
  • Salvia officinalis extract 
    შალფეის ექსტრაქტი დაგეხმარებათ ქერტლთან ბრძოლაში და გააქრობს მისი წარმოქმნის მიზეზებს. შალფეი სწრაფად ახდენს ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზებას და არის ეფექტური საშუალება ცხიმიანი თმის სამკურნალოდ. ამას გარდა, კარგად ამყარებს თმას და ახდენს მათი ზრდის პროცესის დაჩქარებას, აჩერებს თმის ცვენას. 
  • Urtica dioica extract
    ჭინჭრის ექსტრაქტს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური ეფექტი. ტანინების დახმარებით არეგულირებს კანის ცხიმის წარმოქმნას, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ებრძვის სოკოს და მიკრობებს, აქრობს ქერტლს. შეიცავს C,K და B ჯგუფის ვიტამინების რეკორდულ რაოდენობას, ეთერზეთებს, პროტეინებს და მინერალებს, რისი დახმარებითაც აჩქარებს უჯრედების რეგენრაციას და ასტიმულირებს თმის ზრდას. ეფექტურად ხსნის სტატიკური მუხტს თმაზე, აძლევს ძალას და ბზინვარებას. 
  • Calendula officinalis extract
    კალენდულას ექსტრაქტი ცნობილია თავისი სოკოსსაწინააღდმეგო და ანთებისსაწინააღდმეგო თვისებებით, არის ქერტლთან საბრძოლველი ეფექტური საშუალება. კარგად კვებავს თმას და ამყარებს მის სტრუქტურას, აღადგენს დაზიანებულ თმას და აჩქარებს მის ზრდას. კალენდულა ხსნის კანის გაღიზიანებას, აქრობს არასასიამოვნო შეგრძნებებს. ამცირებს თმის ცხიმიანობას, მატებს ვარცხნილობას სიმყარეს და ელასტიურობას, ამდიდრებს თმას ბუნებრივი ენერგიით და სძენს ბზინვარებას. 
  • დაისხით შამპუნი ხელის გულზე და ააქაფეთ
  • თანაბრად გადაანაწილეთ შამპუნი თმის მთელ სიგრძეზე
  • 30 წამის განმავლობაში დაამასაჟეთ თავის კანი
  • ჩამოიბანეთ 2 წუთის განმავლობაში 
  • აუცილებლობის შემთხვევაში გაამეორეთ პროცედურა
პროდუქტის მიმოხილვები

თქვენი ადგილდებარეობა