საიტის ძველი ვერსია

გადასვლა
Occuba Professional, Must Have

ქერტლის საწინააღმდეგო ტონიკი Control

თავის კანის პროფესიონალური მოვლა

ტონიკი ხელს უშლის და აქრობს ქერტლის პრობლემას. ასტიმულირებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს თმის ფოლიკულებს. ანტიბაქტერიული ეფექტის მქონე აქტიური ინგრედიენტები ამშვიდებს სკალპს რის შედეგადაც ნორმალიზდება ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედება.
 

75 ml  2.5 fl.oz

დამზადებულია გერმანიაში 

680
!შესაძლებელია სასაჩუქრე ანგარიშიდან გადახდა
!პროდუქტი არ არის მაგარაგში

ქერტლის საწინააღმდეგო ტონიკი აქტიურად ასტიმულირებს თავის კანში სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს თმის ფოლიკულებს, ხსნის ფორებს, ამით ზრდის სისხლის და ჟანგბადის მიმოქცევას . მას აქვს დამამშვიდებელი და ანტიბაქტერიული ეფექტი. ეფექტურია ნებისმიერი ტიპის ქერტლისთვის.

ვისთვის არის ?

  • ვისთვისაც მნიშვნელოვანია სახლის პირობებში პროფესიონალური ზრუნვა საკუთარ თავზე
  • ვისაც სურს ჯანმრთელი და ძლიერი თმა 
  • ვისთვისაც მნიშვნელოვანია უსაფრთხო შემადგენლობა
  • ხუთჯერ მეტი აქტიური კომპონენტი
    თუ ჩვეულებრივი შამპუნების 90% არის წყალი და მხოლოდ 10% სასარგებლო ნივთიერებები, Occuba Professional შედგება 50% აქტიური კომპონენტებისგან, ზუსტად ამითომ ის ინტენსიურად აღადგენს თმის სტრუქტურას. 
  • უსაფრთხოება
    Occuba Professional არცერთი საშუალება არ შეიცავს SLS ჯგუფის სურფაქტანტებს, საშიშ კონსერვანტებს, პარაბენებს და ფორმალდეჰიდებს. Occuba Professional-ში გამოყენებული დასაბანი საშუალება - არის ქოქოსის და პალმის ზეთებზე დაფუძნებული. აშორებს თმის ზედაპირზე დაგროვებულ ცხიმს და ჭუჭყს, არ აზიანებს დამცავ ფენას და არ აღიზიანებს თავის კანს. 
  • შესამჩნევი შედეგი
    Occuba Professional საშუალებები ატენიანებენ, ამკვრივებენ, უბრუნებენ ბზინვარებას, აღადგენენ თმის სტრუქტურას, უვლიან თავის კანს. ყოველდღიურად თმის მდგომარეობა უმჯობესდება.
  • გერმანული ხარისხი
    Occuba Professional საშუალებები დამზადებულია გერმანიაში - კომპანიაში JoJo Haircosmetics. უკვე 30 წელზე მეტია კომპანია ქმნის თმის მოვლის პროფესიონალურ კოსმეტიკას (1983 წლიდან). მას აქვს საკუთარი ლაბორატორია და კვლევითი ცენტრი. 
  • პერსონალური გამოსავალი ყველა ტიპის თმისთვის
    Occuba Professional კოლექციაში შედის ნებისმიერი ტიპის თმის მოვლის საშუალებები ყოველდღიური გამოყენებისთვის.თმის და თავის კანის კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად თითოეულ საშუალებაში დამატებულია შესაბამისი სპეციალური აქტიური კომპონენტები. მათ შერჩევაში მონაწილეობა მიიღო სპეციალურად მოწვეულმა ექსპერტმა ნატალია სვეჩნიკოვამ - უმაღლესი კატეგორიის ექიმი დერმატოლოგი, კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომელი . 

Состав/Ingredients: AQUA(WATER), ALCOHOL DENAT., CETRIMONIUM CHLORIDE, PIROCTONE OLAMINE, PEG-40 HYDROGENATED CASTOR OIL, MENTHA PIPERITA OIL, CITRUS BERGAMIA PEEL OIL EXPRESSED, LINALYL ACETATE, LINALOOL, CITRUS LIMON PEEL OIL, CITRUS AURANTIUM DULCIS FRUCHT EXTRAKT, CITRUS AURANTIUM DULCIS PEEL OIL, CITRAL, LIMONENE, ROSMARINUS OFFICINALIS LEAF EXTRACT, EUCALYPTUS GLOBULUS LEAF OIL, CINNAMOMUM CAMPHORA WOOD OIL, PINUS SPECIES TWIG LEAF OIL, ROSMARINUS OFFICINALIS LEAF OIL, CAMPHOR, MELALEUCA ALTERIFOLIA LEAF OIL, CI 42051.

აქტიური კომპონენტები

  • PIROCTONE OLAMINE - ანტიმიკრობული სოკოს საწინააღდმეგო ინგრედიენტი, რომელიც აქტიურად ებრძვის ქერტლს უჯრედულ დონეზე და ხელს უწყობს  ჯირკვლების ფუნქციონირების ნორმალიზებას, ამცირებს ცხიმის ზედმეტ სეკრეციას. მისი ქიმიური სტრუქტურა დნმ-ს მსგავსია, ამის გამო იგი ადვილად ინტეგრირდება იმ მიკროორგანიზმის ბირთვში, რომელიც ხელს უწყობს ქერტლის განვითარებას, არღვევს მის მუშაობას და შედეგად მიკროორგანიზმი კვდება. ამრიგად, PIROCTONE OLAMINE ხელს უშლის ქერტლის წარმოქმნას, ქავილს და კანის გაღიზიანებას.
  • ეთერზეთების კომპლექსი (ციტრუსი, ევკალიპტი, ბერგამოტის ზეთი, პიტნის ზეთი) - ამცირებს მგრძნობელობას, ათავისუფლებს კანს ქავილისგან, ამშვიდებს და კვებავს თავის კანს, აძლიერებს თმის ფოლიკულებს, ხელს უშლის თმის ცვენას, ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას. ეთერზეთების წყალობით, თავის კანი ხდება ჯანსაღი, დატენიანებული და მოვლილი, თმა კი რბილი, მბზინვარე და მარტივად მართვადი. პიტნის ზეთი საშუალებას გაძლევთ იგრძნოთ გამაგრილებელი ეფექტი.
  • როზმარინის ექსტრაქტი - მას აქვს ანტისეპტიკური ეფექტი თავის კანზე, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას, ასუფთავებს ფორებს, აძლევს კანს სუნთქვის საშუალებას, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას.
  • ჩაის ხის ეთერზეთი - ხელს უწყობს კანის სწრაფ აღდგენას, ხელს უწყობს ფორების გახსნას, ხსნის ანთებას, გაღიზიანებას და ქავილს. ძლიერი ბუნებრივი ანტისეპტიკი, ინტენსიურად კვებავს და იცავს თავის კანს, იგი ცნობილია როგორც ქერტლის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება.

     

 

გამოყენების მეთოდი: დაიბანეთ თავი და გაიშრეთ თმა პირსახოცით. წაისვით ტონიკი თავის კანზე. გადაანაწილეთ ის სხვადასხვა ადგილებში. არ ჩამოიბანოთ.

 

რეკომენდაცია: 3-4 ჯერ კვირაში - ქერტლის წარმოქმნის დამწყებ სტადიაზე. 1-2 ჯერ პროფილაქტიკის მიზნით. კურსის რეკომენდირებული ხანგრძლივობა 3-4 კვირა. შესაძლებელია კურსის უფრო დიდი ხნით ჩატარებაც.  

პროდუქტის მიმოხილვები ქერტლის საწინააღმდეგო ტონიკი Control