საიტის ძველი ვერსია

გადასვლა
Occuba Professional, Must Have

ნიღაბი Cure

დაზიანებული თმის კვება

მკვებავი ნიღაბი აქტიურად აღადგენს გამომშრალ და დაზიანებულ თმასაც კი. შესამჩნევია მისი ეფექტი პირველივე გამოყენების შემდეგ. ნატურალური ზეთები კვებავენ და არბილებენ თმას, ხდიან მას აბრეშუმისებრს. აქტიური კომპონენტები კი თმას უბრუნებენ ძალას, ბზინვარებას და ელასტიურობას. 

ქილა 200მგ

1250
!შესაძლებელია სასაჩუქრე ანგარიშიდან გადახდა
!პროდუქტი არ არის მაგარაგში

ნიღაბი Cure - ეს არის დაზიანებული თმის ინტენსიური მოვლის საშუალება. აქტიური კომპონენტები ინტენსიურად კვებავენ და აღადგენენ თმას. აჯანსაღებენ თავის კანს

  • AFG-System® აღადგენს თმის სტრუქტურას და ატენიანებს თმას
  • ხორბლის პროტეინი ღრმად შედის თმის სტრუქტურაში და აჯანსაღებს მას
  • შის და ჟოჟობას ზეთები - კვებავენ და არბილებენ თმას, ხდიან მას ბზინვარეს და აბრეშუმისებრს
  • ალეტას და ბურდოკის ექსტრაქტები აძლიერებენ თმის ფესვებს და აჩერებენ მათ ცვენას

ვისთვის არის ?

  • ვისთვისაც მნიშვნელოვანია სახლის პირობებში პროფესიონალური ზრუნვა საკუთარ თავზე
  • ვისაც სურს ჯანმრთელი და ძლიერი თმა 
  • ვინც ეძებს უსულფატო შამპუნს
  • ვისთვისაც მნიშვნელოვანია უსაფრთხო შემადგენლობა
  • ხუთჯერ მეტი აქტიური კომპონენტი
    თუ ჩვეულებრივი შამპუნების 90% არის წყალი და მხოლოდ 10% სასარგებლო ნივთიერებები, Occuba Professional შედგება 50% აქტიური კომპონენტებისგან, ზუსტად ამითომ ის ინტენსიურად აღადგენს თმის სტრუქტურას. 
  • უსაფრთხოება
    Occuba Professional არცერთი საშუალება არ შეიცავს SLS ჯგუფის სურფაქტანტებს, საშიშ კონსერვანტებს, პარაბენებს და ფორმალდეჰიდებს. Occuba Professional-ში გამოყენებული დასაბანი საშუალება - არის ქოქოსის და პალმის ზეთებზე დაფუძნებული. აშორებს თმის ზედაპირზე დაგროვებულ ცხიმს და ჭუჭყს, არ აზიანებს დამცავ ფენას და არ აღიზიანებს თავის კანს. 
  • შესამჩნევი შედეგი
    Occuba Professional საშუალებები ატენიანებენ, ამკვრივებენ, უბრუნებენ ბზინვარებას, აღადგენენ თმის სტრუქტურას, უვლიან თავის კანს. ყოველდღიურად თმის მდგომარეობა უმჯობესდება.
  • გერმანული ხარისხი
    Occuba Professional საშუალებები დამზადებულია გერმანიაში - კომპანიაში JoJo Haircosmetics. უკვე 30 წელზე მეტია კომპანია ქმნის თმის მოვლის პროფესიონალურ კოსმეტიკას (1983 წლიდან). მას აქვს საკუთარი ლაბორატორია და კვლევითი ცენტრი. 
  • პერსონალური გამოსავალი ყველა ტიპის თმისთვის
    Occuba Professional კოლექციაში შედის ნებისმიერი ტიპის თმის მოვლის საშუალებები ყოველდღიური გამოყენებისთვის.თმის და თავის კანის კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად თითოეულ საშუალებაში დამატებულია შესაბამისი სპეციალური აქტიური კომპონენტები. მათ შერჩევაში მონაწილეობა მიიღო სპეციალურად მოწვეულმა ექსპერტმა ნატალია სვეჩნიკოვამ - უმაღლესი კატეგორიის ექიმი დერმატოლოგი, კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომელი . 

AQUA (WATER), CETYL ALCOHOL, CETRIMONIUM CHLORIDE, COCAMIDE MEA, SIMMONDSIA CHINENSIS SEED OIL, DISTEARYLDIMONIUM CHLORIDE, BUTYROSPERMUM PARKII BUTTER, CITRIC ACID, FRUCTOSE*, GLUCOSE*, ALANINE*, GLUTAMIC ACID*, ASPARTIC ACID*, HEXYLENE GLYCOL, SUCROSE, UREA, DEXTRIN, HEXYL NICOTINATE, BENZOIC ACID, DEHYDROACETIC ACID, PHENOXYETHANOL, HYDROLYZED WHEAT PROTEIN, SODIUM BENZOATE, ARCTIUM LAPPA ROOT EXTRACT, PROPYLENE GLYCOL, POTASSIUM SORBATE, ALTHEA OFFICINALIS ROOT EXTRACT, ALCOHOL, BENZYL ALCOHOL, AMYL CINNAMAL, LINALOOL, PARFUM (FRAGRANCE).

 

* AFG-System®

აქტიური კომპონენტები

  • AFG-System – ამინომჟავების, ფრუქტოზისა და გლუკოზის ექსკლუზიური კომპლექსი, რომელიც თითოეული ხაზის პროდუქტის ნაწილია. აღადგენს თმას, ხდის მას უფრო ელასტიურსა და გამძლეს.
  • ხორბლის პროტეინი - ხელს უწყობს კერატინის ფორმირებას, თმის ბოლქვის გაძლიერებას, აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი. ავსებს თმის ცილის შემადგენლობა.
  • ბურდოკის ექსტრაქტი - მოქმედებს თმის ფოლიკულებზე, კვებავს და აძლიერებს ფესვებს, ღრმად და საფუძვლიანად ასუფთავებს თმას, ინარჩუნებს მათ ბუნებრივ ტენიანობას. აძლევს თმას ჯანსაღ სახეს, ბზინვარებას, ელასტიურობას. ხელს უშლის თმის ცვენას
  • ალეტას ექსტრაქტი - არბილებს და კვებავს თმასა და თავის კანს. ინტენსიურად ატენიანებს კანს და მათ. ზრუნავს თმაზე, ამარტივებს დავარცხნას
  • ჟოჟობას ზეთი - ატენიანებს თმას და აუმჯობესებს მის სტრუქტურას, აღადგენს თმის ფოლიკულების ნორმალურ ფუნქციონირებას. მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თმის გარეგნობას.
  • შის ზეთი - აღადგენს თმის სტრუქტურას და აღადგენს მის ძალას. ვიტამინებისა და ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობის გამო, ბალზამის შემადგენლობაში მყოფი ეს ღირებული ზეთები სრულყოფილად აღადგენს, კვებავს, ატენიანებს და იცავს თმას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაყოფილი ბოლოების, დასუსტებულ თმაზე ზრუნვის დროს, რომლებიც ხშირად ექვემდებარებიან ქიმიურ ზემოქმედებას (საღებავი, დახვევა, ფიქსაციის საშუალებები) და თერმულ დამუშავებას. 

1 მეთოდი 

  • საუკეთესო შედეგისთვის წაისვით ნიღაბი მშრალ თმაზე
  • გაიჩერეთ 20-30 წუთი
  • ჩამოიბანეთ თბილი წლით, ამის შემდეგ კი დაიბანეთ თმა შამპუნით

2 მეთოდი

  • წაისვით ნიღაბი დაბანილ თმაზე
  • კარგად გადაანაწილეთ
  • გაიჩერეთ 5-10 წუთი და კარგად ჩამოიბანეთ

გამოიყენეთ ერთხელ კვირაში 

პროდუქტის მიმოხილვები ნიღაბი Cure