საიტის ძველი ვერსია

გადასვლა
Herbal Tea

ფიტოჩაი Cardelis

გულის და სისხლძარღვების გასაძლიერებელი ჩაი

ჩაი Cardelis ხელს უწყობს წნევის ნორმალიზებას და წარმატებით აჩერებს სხვადასხვა დაავადებებს. სამკურნალო მცენარეების გამოზომილი კომპოზიცია კარგად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, იცავს გულს, ამყარებს სისხლძარღვების კედლებს. მსგავსი სასმელებისთვის იდეალური ფორმა, პირამიდა, ხელს უწყობს ჩაის ფოთლების გემოს გახსნას და ხდის ჩაის სმის პროცესს უფრო კომფორტულს, გემრიელს და სასარგებლოს. 

პრეზენტაცია

40 გრ (20 პირამიდა, თითო 2 გრ)

დამზადებულია რუსეთში

380
!შესაძლებელია სასაჩუქრე ანგარიშიდან გადახდა

გული მუდმივად მუშაობს, ის ყველაზე შრომისმოყვარე ორგანოა, რომელიც 24 საათის განმავლობაში შრომობს. გული ძლიერი კომპრესორის როლს ასრულებს, რომელიც სხვადასხვა ორგანოებს სისხლით ამარაგებს. ჯანმრთელი გული - არის ხანგრძლივი და აქტიური სიცოცხლის განმსაზღვრელი. სტრესი, არასწორი კვება, დაავადებები - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც მისი მუშაობის შეფერხება შეუძლიათ. შედეგები კი ყველასთვის ცნობილია - ტკივილი, ჰიპერტონია, სისხლძარღვების პრობლემები. 

ჩაი Cardelis ხელს უწყობს წნევის ნორმალიზებას და წარმატებით აჩერებს სხვადასხვა დაავადებებს. სამკურნალო მცენარეების გამოზომილი კომპოზიცია კარგად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, იცავს გულს, ამყარებს სისხლძარღვების კედლებს. ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის დამშვიდებას. 

ვისთვის არის?

ვისაც უყვარს გემრიელი ჩაი.

ვინც უფრთხილდება თირკმელების ჯანმრთელობას.

ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩაის ნატურალური და უსაფრთხო შემადგენლობა.

ნაცნობი გემო. ჩაი Enerwood Herbal Tea შექმნილია მაღალი ხარისხის მწვანე და შავი ჩაის ბაზაზე, დამატებული აქვს სასარგვებლო ფიტოკომპონენტები. ისინი ძალიან გემრიელია და ზუსტად ამიტომ, აფთიაქის ფიტოსაშუალებებისგან განსხვავებით მათი დალევა სასიამოვნოა. 

კამჩატკის ენდემური-მცენარეები შემადგენლობაში. ფიტოჩაი Enerwood Herbal Tea ინგრედიენტები კამჩატკის ეკოლოგიურად სუფთა რეგიონებში იზრდება, რომლებიც მთელ მსოფლიოში ცნობილია სასარგებლო მცენარეების სიმდიდრით. მუსონური კლიმატი, ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი, უთვალავი ტბა და მდინარე - იდეალური პირობებია სამკურნალო მცენარეების კულტივაციისათვის.

მაღალი ხარისხი. ფიტოჩაი Enerwood Herbal Tea ინგრედიენტები გადიან მრავალსაფეხურიან გასუფთავების და ფილტრაციის სპეციალურ პროცესს, რაც საშუალებას იძლევა შენარჩუნებული იქნას ჩაის სასარგებლო თვისებები. ლაბორატორიული ანალიზების საშუალებით კი აქტიური ნივთიერებების სწორი დოზირება ხდება. 

სწორი შეფუთვა. Enerwood Herbal Tea პირამიდებში გათვალისწინებულია დამატებით მოცულობა, რათა ჩაის ფოთლები უფრო ადვილად გაიშალოს, რითაც სასმელის გემოვნური თვისებები კიდევ უფრო კარგად გამოიკვეთება.

შემადგენლობა: კარკადე, კუნელი (ნაყოფი), შავბალახა, ასკილი (ნაყოფი), ცირცელი (ნაყოფი), პიტნა (ფოთოლი), კალენდულა (ფოთლები).

კუნელი აქვს სასარგებლო გავლენა გულსისხლძარღვთა სისტემაზე. მისი შემადგენელი კომპონენტები აფართოებს გულის სისხლძარღვებს, ზრდის კორონარული სისხლის ნაკადს, ამცირებს სიხშირეს და ზრდის გულის შეკუმშვის სიძლიერეს. კუნელი ამცირებს არტერიულ წნევას, ეხმარება გულის რითმის დარღვევების დროს.

კარკადე / ჰიბისკუსი აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, აქვს ანტიალერგიული ეფექტი, აქვს დამცავი ეფექტი ალკოჰოლის ტოქსიკური მოქმედებისგან. აღსანიშნავია, რომ ცივად სასმელი ამცირებს, ხოლო ცხელი ფორმით - ზრდის არტერიულ წნევას. ჰიბისკუსში შემავალი ვიტამინებისა და მიკროელემენტების კომპლექსი აჯერებს სხეულს სასიცოცხლო ენერგიით, აღადგენს ტონუსს.

ასკილი აქვს აღმდგენი თვისება, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ახდენს ნივთიერებათა მიმოცვლის აქტივიზაციას. რეკომენდირებულია ძლიერ და ქრონიკული ინფექციების დროს, ჭრილობების დიდხნიანი შეხორცებისას და მოტეხილობების დროს, ასევე ორგანიზმის დაავადებების მიმართ რეზისტენტულობის გაზრდისთვის. არის ადატპოგენი.

ციმბირული ცირცველი ხელს უწყობს არტერიული წნევის დაწევას, სისხლძარღვების კედლების გაძლიერებას. იგი გამოიყენება პოდაგრის, რევმატიზმის, არტერიული ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის, შაქრიანი დიაბეტის დროს, როგორც მეტაბოლიზმის ნორმალიზების საშუალება და ანტიკორბუტული საშუალება.

კალენდულა მოქმედებს როგორც დამამშივდებელი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ამცირებს რეფლექტორულ აგზნებადობას და არტერიულ წნევას, აძლიერებს გულის აქტივობას, ანელებს გულისცემას.

შავბალახა აქვს სედატიური ეფექტი ნერვულ და გულსისხლძარღვთა სისტემებზე, ანელებს რიტმს და ზრდის გულის შეკუმშვის ძალას, ამცირებს არტერიულ წნევას. გამოიყენება მომატებული ნერვული აგზნებადობის, ნევრასთენიის, ისტერიის, ჰიპოქონდრიის, გულსისხლძარღვთა ნევროზების, ჰიპერტენზიის საწყისი ეტაპების, კარდიოსკლეროზის, სტენოკარდიის, მენოპაუზის, ნევრალგიის დროს.

პიტნა სასიამოვნო გემოს აძლევს სასმელს და ასევე ხალხური საშუალებაა გულის შეტევის შემდეგ სამკურნალოდ, სტრესის სამკურნალოდ.

ერთ პაკეტს დაასხით 200მლ ადუღებული წყალი და დააყენეთ 20 წუთი, პერიოდულად მოურიეთ და ბოლოს გაწურეთ პაკეტი. 

შეგიძლიათ დაამატოთ შაქარი გემოვნებით, ასევე თაფლი და ლიმონი.

გაფრთხილება: შარდ-კენჭოვანი დაავადების შემთხვევაში მიიღეთ მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. სხვადასხვა ნივთიერებების მიმართ შეუთავსებლობის შემთხვევაში პროდუქტის მიღება არ არის რეკომენდირებული. 

პროდუქტის მიმოხილვები ფიტოჩაი Cardelis