საიტის ძველი ვერსია

გადასვლა
Herbal Tea

01. ფიტოჩაი Vita Plus, 20 პირამიდა

ჩაი ვიტამინებით

ჩაი Vita Plus — ეს არის სამკურნალო მცენარეების ჰაეროვანი კუპაჟი, რომელიც აღადგენს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებს, აქვს დადებითი გავლენა საჭმლის მომნელებენ ორგანოებზე, აუმჯობესებს თვითშეგრძნებას. სასმელი იდეალურია აქტიური და მობილური ადამიანებისთვის. მსგავსი სასმელებისთვის იდეალური ფორმა, პირამიდა, ხელს უწყობს ჩაის ფოთლების გემოს გახსნას და ხდის ჩაის სმის პროცესს უფრო კომფორტულს, გემრიელს და სასარგებლოს. 

40 გრ (20 პირამიდა, თითო 2 გრ)

დამზადებულია რუსეთში

370
!შესაძლებელია მაღაზიაში ყიდვა

ვიტამინების საკმარისი რაოდენობა განსაზღვრას ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას: მათი არსებობა აუცილებელია კარგი მეტაბოლიზმისთვის, შრომისუნარიანობის და დამცავი ძალის ამაღლებისთვის, სხვადასხვა დაავადებების რისკის შემცირებისთვის. სამწუხაროდ ადამიანის ორგანიზმს არ აქვს ვიტამინების დიდი ხნით შენახვის უნარი, ზუსტად ამიტომ ისინი რეგულარულად ორგანიზმმა უნდა მიიღოს გარედან. შემთხვევითობა არ არის, რომ ჯანმრთელი ადამიანების 80% ვიტამინების დეფიციტი უვლინდება შემოდგომის დასაწყისში. ეს გამოხატულია ადვილად დაღლაში, ტონუსის დაქვეითებაში, ინფექციების მიმართ მდგრადობაში, ძილის დარღვევაში. 

Vita Plus ხელს უწყობს იმუნიტეტის გამყარებას და თვითშეგრძნების გაუმჯობესებას. სასმელი იდეალურია მათთვის ვინც მისდევს ცხოვრების აქტიურ წესს, მისი დალევა შეუძლიათ უფროსებს და ბავშვებს. მცენარეული წარმოშობის ვიტამინები ძალიან იშვიათად იწვევენ ალერგიულ რეაქციას და ორგანიზმი მათ ადვილად ითვისებს. თქვენი ორგანიზმი იკვებება ჯანმრთელობისთვის საჭირო ნივთიერებებით და თქვენ კი ამ დროს ტყის კენკრის გემოთი ტკბებით. 

ვისთვის არის?

ვისაც უყვარს გემრიელი ჩაი.

ვინც უფრთხილდება ჯანმრთელობას.

ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩაის ნატურალური და უსაფრთხო შემადგენლობა.

 

ნაცნობი გემო. ჩაი Enerwood Herbal Tea შექმნილია მაღალი ხარისხის მწვანე და შავი ჩაის ბაზაზე, დამატებული აქვს სასარგვებლო ფიტოკომპონენტები. ისინი ძალიან გემრიელია და ზუსტად ამიტომ, აფთიაქის ფიტოსაშუალებებისგან განსხვავებით მათი დალევა სასიამოვნოა. 

კამჩატკის ენდემური-მცენარეები შემადგენლობაში. ფიტოჩაი Enerwood Herbal Tea ინგრედიენტები კამჩატკის ეკოლოგიურად სუფთა რეგიონებში იზრდება, რომლებიც მთელ მსოფლიოში ცნობილია სასარგებლო მცენარეების სიმდიდრით. მუსონური კლიმატი, ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი, უთვალავი ტბა და მდინარე - იდეალური პირობებია სამკურნალო მცენარეების კულტივაციისათვის.

მაღალი ხარისხი. ფიტოჩაი Enerwood Herbal Tea ინგრედიენტები გადიან მრავალსაფეხურიან გასუფთავების და ფილტრაციის სპეციალურ პროცესს, რაც საშუალებას იძლევა შენარჩუნებული იქნას ჩაის სასარგებლო თვისებები. ლაბორატორიული ანალიზების საშუალებით კი აქტიური ნივთიერებების სწორი დოზირება ხდება. 

სწორი შეფუთვა. Enerwood Herbal Tea პირამიდებში გათვალისწინებულია დამატებით მოცულობა, რათა ჩაის ფოთლები უფრო ადვილად გაიშალოს, რითაც სასმელის გემოვნური თვისებები კიდევ უფრო კარგად გამოიკვეთება.

შემადგენლობა: შავი ინდური ჩაი, კუნელი (ნაყოფი), ივან-ჩაი (ფოთოლი), კარკადე (ჰიბისკუსი), ასკილი (ნაყოფი), ცირცველი (ნაყოფი), ჩაგა (ხის ნაყოფი).

კუნელი აქვს დადებით გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. მასში შემავალი კომპონენტები აფართოებენ გულის სისხლძარღვებს, ზრდიან კორონალურ სიხლის მიმოქცევას, ამცირებენ სიხშირეს და ზრდიან გულის შეკუმშვის სიძლიერეს. კუნელი ამცირებს არტერიულ წნევას, ახდენს ქოლესტერინის ნორმალიზებას, აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი. 

შავი ჩაი აქვს მატონიზირებელი ეფექტი, შეიცავს P ვიტამინს, ამყარებს სისხლძარღვების კედლებს. 

ივან-ჩაი სასარგებლოა დაღლილობის და გადაღლის დროს, ასუფთავებს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან, ხელს უყწობს სისხლის მიმოქცევას, ახდენს კუჭნაწლავის მოქმედების ნორმალიზებას, ახდენს ორგანიზმის დამცავი თვისებების გაძლიერებას.

ჰიბისკუსი (ყვავილები) — ამ მცენარის ყვავილები შეიცავს ძალიან ბევრ სხვადასხვა სახეობის ორგანულ მჟავებს, რომლებიც სხვა ვიტამინებთან და მიკროელემენტებთან ერთად სასმელს კარგ იმუნოსტიმულატორად აქცევს და ამდიდრებს მას დამამშვიდებელი თვისებებით.

ასკილი აქვს აღმდგენი თვისება, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ახდენს ნივთიერებათა მიმოცვლის აქტივიზაციას. რეკომენდირებულია ძლიერ და ქრონიკული ინფექციების დროს, ჭრილობების დიდხნიანი შეხორცებისას და მოტეხილობების დროს, ასევე ორგანიზმის დაავადებების მიმართ რეზისტენტულობის გაზრდისთვის. არის ადატპოგენი.

ციმბირული ცირცველი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც პოლივიტამინური საშუალება, კაროტინის მაღალი შემცველობით. 

ჩაგა აქვს ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისება, ამაგრებს იმუნურ სისტემას, ახდენს მეტაბოლიზმის ნორმალიზებას.

ერთ პაკეტს დაასხით 200მლ ადუღებული წყალი და დააყენეთ 20 წუთი, პერიოდულად მოურიეთ და ბოლოს გაწურეთ პაკეტი. 

შეგიძლიათ დაამატოთ შაქარი გემოვნებით, ასევე თაფლი და ლიმონი.

გაფრთხილება: შარდ-კენჭოვანი დაავადების შემთხვევაში მიიღეთ მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. სხვადასხვა ნივთიერებების მიმართ შეუთავსებლობის შემთხვევაში პროდუქტის მიღება არ არის რეკომენდირებული. 

პროდუქტის მიმოხილვები