საიტის ძველი ვერსია

გადასვლა
Herbal Tea

ფიტოჩაი Valery

დამამშვიდებელი ჩაი

სტრესთან საბრძოლველი იდეალური საშუალება. ამ ჩაიში - მცენარეების ოპტიმალური შერწყმა, რომლებიც ტრადიციულად ხალხურ მედიცინაში გამოიყენებიან როგორც დამამშვიდებელი საშუალებები. სასმელში შემავალი აქტიური კომპონენტები ხელს უწყობენ ფიზიკური კონდიციის გაუმჯობესებას, დაღლილობის მოხსნას და ენერგიის აღდგენას. პირამიდების უნიკალური ფორმა ხელს უწყობს ჩაის ფოთლების გემოს გახსნას და ხდის ჩაის სმის პროცესს უფრო კომფორტულს, გემრიელს და სასარგებლოს. 

40 გრ (20 პირამიდა, თითო 2 გრ)

დამზადებულია რუსეთში

370
!შესაძლებელია სასაჩუქრე ანგარიშიდან გადახდა

სტრესი თანამედროვე ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს ეს ყოველთვის ცუდი არ არის. სტრესული სიტუაციები ახდენს ადამიანის ორგანიზმის ძალების მობილიზებას, რათა ის გაუმკლავდეს რთულ სამუშაოს და ექსტრემალური სიტუაციებიდან იპოვნოს გამოსავალი. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყუდაღება მივაქციოთ იმ მომენტს, როდესაც სტრესისგან გამოწვეული დატვირთვა ზღვარს გადადის და ორგანიზმისთვის სერიოზულ საფრთხედ გადაიქცევა. ქრონიკული დაღლილობა, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, გაღიზიანება, ალერგია - ეს კიდევ არ არის სტრესისგან გამოწვეული სიმპტომების სრული ჩამონათვალი. თუ ამას არ მივხედავთ შესაძლოა ეს ყველაფერი სერიოზული დაავადებების გამომწვევი მიზეზები გახდეს. 

ფიტოჩაი Valery — სტრესთან ბრძოლის იდეალური საშუალება. მასში მცენარეების ოპტიმალური შერწყმაა, რომლებიც ტრადიციულად ხალხურ მედიცინაში გამოიყენებიან როგორც დამამშვიდებელი საშუალებები. ჩაის დასახელება ლათინური სიტყვიდან მოდის, რაც თარგმანში "ჯანმრთელად ყოფნას" ნიშნავს. ფიტოჩაი ხელს უწყობს ფიზიკური კონდიციის გაუმჯობესებას, დაღლილობის მოხსნას და ენერგიის აღდგენას. შემადგენლობაში შემავალი მცენარეები, გამოიყენება უძილობის, თავის ტკივილის, საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის მუშაობის დარღვევის და ნერვული აშლილობის დროს. 

ვისთვის არის?

ვისაც უყვარს გემრიელი ჩაი.

ვინც უფრთხილდება ჯანმრთელობას.

ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩაის ნატურალ

ნაცნობი გემო. ჩაი Enerwood Herbal Tea შექმნილია მაღალი ხარისხის მწვანე და შავი ჩაის ბაზაზე, დამატებული აქვს სასარგვებლო ფიტოკომპონენტები. ისინი ძალიან გემრიელია და ზუსტად ამიტომ, აფთიაქის ფიტოსაშუალებებისგან განსხვავებით მათი დალევა სასიამოვნოა. 

კამჩატკის ენდემური-მცენარეები შემადგენლობაში. ფიტოჩაი Enerwood Herbal Tea ინგრედიენტები კამჩატკის ეკოლოგიურად სუფთა რეგიონებში იზრდება, რომლებიც მთელ მსოფლიოში ცნობილია სასარგებლო მცენარეების სიმდიდრით. მუსონური კლიმატი, ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი, უთვალავი ტბა და მდინარე - იდეალური პირობებია სამკურნალო მცენარეების კულტივაციისათვის.

მაღალი ხარისხი. ფიტოჩაი Enerwood Herbal Tea ინგრედიენტები გადიან მრავალსაფეხურიან გასუფთავების და ფილტრაციის სპეციალურ პროცესს, რაც საშუალებას იძლევა შენარჩუნებული იქნას ჩაის სასარგებლო თვისებები. ლაბორატორიული ანალიზების საშუალებით კი აქტიური ნივთიერებების სწორი დოზირება ხდება. 

სწორი შეფუთვა. Enerwood Herbal Tea პირამიდებში გათვალისწინებულია დამატებით მოცულობა, რათა ჩაის ფოთლები უფრო ადვილად გაიშალოს, რითაც სასმელის გემოვნური თვისებები კიდევ უფრო კარგად გამოიკვეთება.

შემადგენლობა: გვირილა (ფოთლები), ვაშლი (გამომშრალი), შავბალახა (მცენარე), დარიჩინი (ქერქი).

შავბალახა აქვს სედატიური ეფექტი ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ანელებს რიტმს და ზრდის გულის შეკუმშვის ძალას, ამცირებს არტერიულ წნევას. შავბალახა გამოიყენება ნერვასთენიის, ისტერიის, იპოქონდრიის, ნევროზის, ჰიპერტონიული დაავადების დამწყები ეტაპის, კარდიოსკლეროზის, სტენოკარდიის, კლიმაქსის, ნევრალგიის დროს.

გვირილა აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, ხსნის თავის ტკივილს, ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. გვირილის გამოყენება ხელს უწყობს გულის მუშაობის გაძლიერებას. 

ვაშლი ხელს უწყობს გულის, სისხლძარღვების მუშაობის გაუმჯობესებას, მადის გაძლიერებას. ორგანიზმს ეხმარება გადატანილი ტრავმების, დამწრობების და ინფექციური დაავადებების მორჩენაში.

დარიჩინი ახდენს საჭმლის გადამუშავების პროცესის სტიმულაციას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. გამოიყენება კუჭის ტკივილის გამაყუჩებელ საშუალებად, გასტრიტის დროს. ასევე გაციების და რევმატული ხასიათის დაავადებებისას.

ერთ პაკეტს დაასხით 200მლ ადუღებული წყალი და დააყენეთ 20 წუთი, პერიოდულად მოურიეთ და ბოლოს გაწურეთ პაკეტი. 

შეგიძლიათ დაამატოთ შაქარი გემოვნებით, ასევე თაფლი და ლიმონი.

გაფრთხილება: შარდ-კენჭოვანი დაავადების შემთხვევაში მიიღეთ მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. სხვადასხვა ნივთიერებების მიმართ შეუთავსებლობის შემთხვევაში პროდუქტის მიღება არ არის რეკომენდირებული. 

პროდუქტის მიმოხილვები ფიტოჩაი Valery