საიტის ძველი ვერსია

გადასვლა
Herbal Tea

ფიტოჩაი Vodoley

თირკმელების ჯანმრთელობის გასამყარებელი ჩაი

ჩაი Vodoley ხელს უწყობს ადამიანის ჯანმრთელობის და შარდმდენი სისტემის გამყარებას, ახდენს მარილების ცვლის ნორმალიზებას, ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას, ორგანიზმიდან გამოყავს მავნე ნივთიერებები და ასუფთავებს ორგანიზმს. მსგავსი სასმელებისთვის იდეალური ფორმა, პირამიდა, ხელს უწყობს ჩაის ფოთლების გემოს გახსნას და ხდის ჩაის სმის პროცესს უფრო კომფორტულს, გემრიელს და სასარგებლოს. 

პრეზენტაცია

40 გრ (20 პირამიდა, თითო 2 გრ)

დამზადებულია რუსეთში

380

თირკმელები - ჩვენი სხეულის მთავარი "ფილტრი". ყოველდღიურად მათ ჩვენი ორგანიზმიდან მჟავები, ზედმეტი წყალი, მარილები და ცილების ნარჩენები, ჰორმონები და მათი მეტაბოლიტები, ეგზოგენური ნივთიერებები გამოყავთ. ასევე თირკმელის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არტერიული წნევის კონტროლია. თირკმელებზე დატვირთვა კოლოსალურია. ასევე ინფექციით და ტოქსინებით პირველ რიგში თირკმელები ზიანდებიან. ამიტომ მათი ჯანმრთელობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. 

მწვანე ჩაი და კამჩატკის ოქროწკეპლა მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც იცავენ თირკმელებს და ხელს უშლიან კენჭების წარმოქმნას. ცერეცო სასმელს მოტკბო გემოს სძენს, კარდამონი კი მის გემოს უფრო დაუვიწყარს ხდის.

ჩაი Vodoley - ს ყველა კომპონენტი იდეალურად არის გამოზომილი და ორგანიზმს მავნე ნივთიერებების გამოყოფაში ეხმარებიან. 

ვისთვის არის?

ვისაც უყვარს გემრიელი ჩაი.

ვინც უფრთხილდება თირკმელების ჯანმრთელობას.

ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩაის ნატურალური და უსაფრთხო შემადგენლობა.

ნაცნობი გემო. ჩაი Enerwood Herbal Tea შექმნილია მაღალი ხარისხის მწვანე და შავი ჩაის ბაზაზე, დამატებული აქვს სასარგვებლო ფიტოკომპონენტები. ისინი ძალიან გემრიელია და ზუსტად ამიტომ, აფთიაქის ფიტოსაშუალებებისგან განსხვავებით მათი დალევა სასიამოვნოა. 

კამჩატკის ენდემური-მცენარეები შემადგენლობაში. ფიტოჩაი Enerwood Herbal Tea ინგრედიენტები კამჩატკის ეკოლოგიურად სუფთა რეგიონებში იზრდება, რომლებიც მთელ მსოფლიოში ცნობილია სასარგებლო მცენარეების სიმდიდრით. მუსონური კლიმატი, ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი, უთვალავი ტბა და მდინარე - იდეალური პირობებია სამკურნალო მცენარეების კულტივაციისათვის.

მაღალი ხარისხი. ფიტოჩაი Enerwood Herbal Tea ინგრედიენტები გადიან მრავალსაფეხურიან გასუფთავების და ფილტრაციის სპეციალურ პროცესს, რაც საშუალებას იძლევა შენარჩუნებული იქნას ჩაის სასარგებლო თვისებები. ლაბორატორიული ანალიზების საშუალებით კი აქტიური ნივთიერებების სწორი დოზირება ხდება. 

სწორი შეფუთვა. Enerwood Herbal Tea პირამიდებში გათვალისწინებულია დამატებით მოცულობა, რათა ჩაის ფოთლები უფრო ადვილად გაიშალოს, რითაც სასმელის გემოვნური თვისებები კიდევ უფრო კარგად გამოიკვეთება.

შემადგენლობა: ჩინური მწვანე ჩაი, ცერეცო (თესლები), კარდამონი (თესლები), ოქროწკეპლა (ბალახი), მატიტელა (ბალახი).

მწვანე ჩაი ხელს უწყობს გულის მოქმედებას, ზრდის შრომისუნარიანობას და აქტივობას, ხსნის დეპრესიას და დაღლილობის შეგრძნებას. შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებიც ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, ანელებენ დაბერების პროცესებს. აუმჯობესებს კანის, სისხლძარღვების მდგომარეობას, ხელს უშლის ტრომბის წარმოქმნას. 

ოქროწკეპლა ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც შარდმდენი, ასევე - კენჭების დასაშლელი საშუალება. გამოიყენება შარდში დიდი რაოდენობით ცილის შემდველობის დროს. 

ცერეცო აღვიძებს მადას, ახდენს საჭმლის გადამუშავების აქტივიზაციას, ზრდის ლაქტაციას. აქვს სპაზმოლიზური, ამოსახველებელი, შარდმდენი ეფექტი. გამოიყენება მეტეორიზმის დროს.

მატიტელა შეიცავს ბიოფლავონოიდებს და ვიტამინებს. ასევე ამ მცენარის შემადგენლობაში შედის კაჟის მარილი, რომელიც ორგანიზმში ჰორმონალური ფონის დარეგულირებას უყობს ხელს.

კარდამონი ასტიმულირებს და არეგულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, ზრდის მადას, ხელს უწყობს საჭმლის გადამუშავების პროცესს, აქვს გამაყუჩებელი ეფექტი, ზრდის ორგანიზმის ტონუსს.

ერთ პაკეტს დაასხით 200მლ ადუღებული წყალი და დააყენეთ 20 წუთი, პერიოდულად მოურიეთ და ბოლოს გაწურეთ პაკეტი. 

შეგიძლიათ დაამატოთ შაქარი გემოვნებით, ასევე თაფლი და ლიმონი.

გაფრთხილება: შარდ-კენჭოვანი დაავადების შემთხვევაში მიიღეთ მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. სხვადასხვა ნივთიერებების მიმართ შეუთავსებლობის შემთხვევაში პროდუქტის მიღება არ არის რეკომენდირებული. 

პროდუქტის მიმოხილვები ფიტოჩაი Vodoley