საიტის ძველი ვერსია

გადასვლა
Fashion, Enerwood

Every Green

ჩინური მწვანე ჩაი მოცხარით და რეიში სოკოთი

ნამადვილი, ჩინური მწვანე ჩაი შავი მოცხარით და პიტნით. ვიტამინების და ანტიოქსიდანტების იდეალური წყარო, რომელიც დაგეხმარებათ სილამაზის და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში. 

წონა ნეტო: 120გრ.

60 პაკეტი იარლიყით, თითო 2გრ.

დამზადებულია რუსეთში 

390
!შესაძლებელია სასაჩუქრე ანგარიშიდან გადახდა

Enerwood Green ის მწვანე ჩაი, ჩინეთის ჩაის პლანტაციების ზედა ფოთლებისგან მზადდება. მათ ბუნებრივი მეთოდით აშრობენ, ფერმენტაციის გარეშე. სწორედ ეს მეთოდი იძლევა ფოთლებში სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმალურად შენარჩუნების საშუალებას. მწვანე ჩაის ანტიოქსიდანტური ეფექტი, მას იდეალურ სასმელად აქცევს სამსახურში კომპიუტერთან მუშაობისას. 

მწვანე ჩაი აღიარებული 10 პროდუქტიდან ერთ-ერთია, რომელიც სიცოცხლის ხანგრძლივობას უწყობს ხელს. 

მწვანე ჩაის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს სისხლძარღვების ელასტიურობის და ორგანიზმის ახალგაზრდობას შენარჩუნებას. ასევე დამტკიცებულია, რომ მწვანე ჩაი წონის დაკლებასაც უწყობს ხელს, რაც მას ნებისმიერი დიეტის შეუცვლელ კომპონენტად აქცევს. 

Every Green ის უჩვეულო გემო და მდიდარი არომატი შავი მოცხარის დამსახურებაა. ვიტამინების მდიდარი შემცველობის გამო მოცხარს "ბუნებრივ აფთიაქს" ეძახიან. 

ის იდეალურად ამაგრებს იმუნიტეტს და ორგანიზმს ვირუსებთან ბრძოლაში ეხმარება. 

ვისთვის არის ?

  • ვისაც უყვარს გემრიელი ჩაი 
  • ვინც უფრთხილდება საკუთარ ჯანმრთელობას
  • ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩაის კომპონენტები
  • ვისაც სურს ჩაი ნებისმიერ ადგილას მიირთვას
  • ექსკლუზიური რეცეპტები - Enerwood Every Special ორიგინალური და არომატული კომპოზიციები შექმნილია კლასიკური შავი, მწვანე და წითელი ჩაის შერწყმით და დამატებული აქვს სასარგებლო მცენარეები. 
  • მეტი ვიდრე უბრალოდ ჩაი - კოლექციის საფუძველში დგას - რეიშის სოკო, ახალგაზრდობის, სილამაზის და ჯანმრთელობის ტრადიციული, აღმოსავლური საიდუმლო. აღმოსავლური მედიცინის პირველ სახელმძღვანელოშიც კი ეს სოკო მოხსენიებულია როგორც N1 სხვა სოკოების სამკურნალო მცენარეების გვერდით. 
  • მაღალი ხარისხი - წარმოებაში გამოყენებულია მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, უახლესი ნედლეული, რომელიც მხოლოდ 1 სეზონის განმავლობაში ინახება. უახლესი ტექნოლოგიების წყალობით მინიმალურად ზიანდება მცენარის ქსოვილი და ასე ხდება სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმალურად ეფექტური შენარჩუნება. 
  • მოსახერხებელია ნებისმიერ ადგილას დამზადება - სამსახურში, სახლში ან მოგზაურობისას.
  • სწორი შეფუთვა - თითოეული პაკეტი მოთავსებულია ჰერმეტულ კონვერტში, რომელიც თავის მხრივ შედგება ლენტის, ფოლგის და ქაღალდისგან. ესეთი შეფუთვა ინარჩუნებს ჩაის სასარგებლო თვისებებს. 

შემადგენლობა : ჩინური მწვანე ჩაი, შავი მოცხარი (ფოთოლი),შავი მოცხარი (ხილი), licorice (ფესვი), პიტნის (ფოთოლი), რეიში სოკო / განოდერმა ლაქი, არომატიზატორი "შავი მოცხარი".

  • მწვანე ჩაი - იგი იქმნება ჩაის ბუჩქის ზედა, დელიკატური ფოთლებისგან და აქვს როგორც ცოცხალი, ასევე მომჟავო გემო. დადასტურებულია, რომ მწვანე ჩაი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, აუმჯობესებს შრომისუნარიანობას და ხელს უწყობს წონის შემცირებას.
  • შავი მოცხარი - აძლევს სასმელს გამოხატულ კენკრის არომატს . კენკრა და მოცხარის ფოთლები ბევრ ვიტამინს შეიცავს, ამიტომ ისინი შეუცვლელი ინსტრუმენტია თქვენი იმუნიტეტის გასაძლიერებლად.
  • ძირტკბილა - ჩაის გემოს და არომატს უფრო გაჯერებულ და ცოცხალს ხდის, რადგან აძლიერებს სხვა მცენარეების თვისებებს, და აძლევს სასმელს ბუნებრივ სიტკბოს. შეიცავს გლიცირიზინის მჟავას - უნიკალურ ბიოლოგიურ ნივთიერებას. ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში - გაახალგაზრდავების ერთ-ერთი საშუალება. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტი ალერგიული და ანტიტოქსიკური ეფექტი, აძლიერებს იმუნურ სისტემას.
  • პიტნა - აძლევს ჩაის გამორჩეულ გემოს. ამშვიდებს და აძლიერებს ტვინის მუშაობის უნარს. 
  • რეიში სოკო - უნიკალური ბუნებრივი ადაპტოგენი და იმუნომოდულატორი, ტრადიციულად აღმოსავლეთში, გამოიყენება როგორც სამკურნალო საშუალება. იგი ასტიმულირებს ინტერფერონის წარმოებას (დამცავი ცილა, რომელიც ორგანიზმს ვირუსული ინფექციისგან იცავს), ორგანიზმს ეხმარება სტრესთან გამკლავებაში და ამსუბუქებს მის უარყოფით ეფექტებს.

დაასხით ჩაის პაკეტს 200მლ ადუღებული წყალი (80-90°С), დააყენეთ 3-5 წუთი. 

სხვადასხვა კომპონენტებთან შეუთავსებლობის შემთხვევაში პროდუქტის გამოყენება რეკომენდირებული არ არის. 

პროდუქტის მიმოხილვები Every Green