საიტის ძველი ვერსია

გადასვლა
YO Coffee

დაფქული ყავა BRAZIL

100% ბრაზილიური არაბიკა, რძიანი შოკოლადის ნოტებით მდიდარი, გაჯერებული გემო, ჩირის სიტკბოება და თხილის სასიამოვნო არომატი.

მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული ყავის მხოლოდ 10% შეესაბამება ისეთ მაღალ კლასს როგორიცაა  Specialty.

მოხალვის უნიკალური პროფილი (medium) ხდის ყავას გამორჩეულს, ამავდროულად ინარჩუნებს მის ნაზ გემოს და მდიდარ არომატს.

ტექნოლოგიური შეფუთვა საშუალებას იძლევა შენარჩუნებული იქნას ახლადმოხალული მარცვლების მდიდარი გემო და გამორჩეული არომატი.
 

წონა ნეტო 200 გრ

დამზადებულია რუსეთში

400
!შესაძლებელია სასაჩუქრე ანგარიშიდან გადახდა

ბრაზილია - მსოფლიო ლიდერი ყავის წარმოებაში. ყავის ხეების დაბლობებზე ზრდის ხარჯზე, ბრაზილიური არაბიკია მთელს მსოფლიოში ცნობილია საკუთარი ზომიერი სიმწარით და შეუდარებელი არომატით.

რძიანი შოკოლადის ნოტების და თხილის სასიამოვნო გემოს შერწყმა ქმნის განუმეორებელ გემოს, ხდის მას სუფთას და დაბალანსებულს. წარმოების ყველა ეტაპი - ნაყოფის შეგროვებიდან მათ გადამუშავებამდე - გულდასმით კონტროლდება, რაც თავისმხრივ იძლევა მარცვლების შეუდარებელი ხარისხის გარანტიას. ნაყოფის მოკრეფა და სორტირება ხდება მხოლოდ ხელით.

მოხალვის უნიკალური პროფილი (medium) ხდის სასმელს უფრო გამორჩეულს, ამავდროულად ინარჩუნებს მის ნაზ გემოს და მდიდარ არომატს.

ვისთვის არის?

•    ვინც ერკვევა ყავაში
•    ვისაც სურს მიიღოს ენერგია
•    ვისთვისაც მნიშვნელობა აქვს მარცვლების და მოხალვის ხარისხს
 

კლასი Specialty coffee — ეს არის ნარჩევი ყავის მარცვლები მსოფლიოს საუკეთესო პლანტაციებიდან. ასეთი ყავა იზრდება ეკოლოგიურად სუფთა რეგიონებში და მხოლოდ ხელით იკრიფება. მარცვლების სორტირება ხდება მათი ფორმის, ზომის და ხარისხის მიხედვით და მუშავდება მხოლოდ ნატურალური საშუალებებით.  მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული ყავის მხოლოდ 10% შეესაბამება  მაღალ კლასს.

სწორი მოხალვა — თითოეული სორტი იხალება სერტიფიცირებული როსტ-სპეციალისტების მიერ, სპეციალური მეთოდით და უნიკალური რეცეპტით, რათა მაქსიმალურად იქნას გახსნილი კონრეტულად ამ ჯიშის ყავის გემო და არომატი.

მოხალვის შემდეგ სწრაფი დაფასოება საშუალებას იძლევა შენარჩუნებული იქნას ყავის მდიდარი გემო და გამორჩეული არომატი.

ყავის თითოეულ პაკეტს აქვს სპეციალური სარქველი, რომელიც გამოდევნის გაზს და არ უშვებს პაკეტში ჟანგბადს. აქედან გამომდინარე, შენახვის პროცესში ყავა არ კარგავს გემოს და არომატს.

შემადგენლობა: 100 % არაბიკა.

მომზადების რეკომენდირებული მეთოდები:

1. ფრენჩ-პრესი: 4 ჩაის კოვზი დაფქული ყავა ჩაყარეთ ფრენჩ-პრესში, დაასხით 250 მლ ადუღებული წყალი, დააყენეთ 3-5 წუთის განმავლობაში. დატკბით!

2. ყავის მადუღარა: 4 ჩაის კოვზი დაფქული ყავა (250 მლ წყალზე) ჩაყარეთ ყავის მადუღარაში. ჩართეთ ყავის მომზადების საყვარელი პროგრამა. დატკბით!

პროდუქტის მიმოხილვები დაფქული ყავა BRAZIL