საიტის ძველი ვერსია

გადასვლა
Be Loved Oriental

სრულყოფილი CC კრემი, Beige

SPF 15

ULTRA LIGHT CC CREAM შეიცავს პიგმენტებს, რომლებიც კან ერწყმის, ნიღბავს უმნიშვნელო ნაკლოვანებებს, აძლევს კანს ჯანმრთელ ელფერს და ხდის უფრო გლუვს. კოლაგენი და Centella asiatica ებრძვიან კანის დაბერების პირველ ნიშნებს. CC კრემში ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს, ხოლო კამელიას აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

50 მლ

დამზადებულია კორეაში

1290

BL Oriental CC Cream, ულტრა მსუბუქი კანის სრულყოფილი კრემი, ატენიანებს კანს მთელი დღის განმავლობაში, ნიღბავს მცირე ნაკლოვანებებს და აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები. სძენს კანს ბზინვარებას და სიგლუვეს. აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი.

ვისთვის არის?

  • მათთვის, ვისაც უყვარს სიახლეები.
  • მათთვის, ვინც ეძებს სილამაზის ექსპრეს-საშუალებას.
  • მათთვის, ვინც აფასებს თანამედროვე შეფუთვას.
  • მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კოსმეტიკის ხარისხი და უსაფრთხოება.

მაღალი ეფექტურობის კოსმეტიკური კომპონენტები

კორეის უნიკალური ზღვისპირა კლიმატი, უნიკალური ლანდშაფტი, ჟანგბადით მდიდარი ჰაერი - ამ ყველაფერმა შექმნა იდეალური პირობები მაღალი სამკურნალო და კოსმეტიკური ეფექტურობის მქონე მცენარეების ბუნებრივი ზრდისთვის. RB Group იყენებს ფარმაცევტული კლასის ინგრედიენტებს, შესწავლის უმაღლესი დონით და კლინიკური კვლევებით.

კორეელი კოსმეტოლოგების უახლესი მიღწევები

კორეული კოსმეტიკა ცნობილია ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით. კორეელი მეცნიერები მუდმივად ეძებენ ახალ და იკვლევენ ტრადიციულ აქტიურ ინგრედიენტებს კოსმეტიკაში. ისინი აუმჯობესებენ მათთან მუშაობის მეთოდებს, განსაზღვრავენ ყველაზე ეფექტურ კომბინაციებსა და ფორმულებს, აოცებენ მთელი მსოფლის ქალებს საკუთარი კოსმეტიკური საშუალებებით.

ინდივიდუალური მიდგომა

ყველა პროდუქტი ჰარმონიულად არის შერწყმული ერთმანეთთან. თქვენ მარტივად შეგიძლიათ შეარჩიოთ პროდუქტები, რომლებიც მიზნად ისახავს კონკრეტულად თქვენი კანის პრობლემის მოგვარებას და დაუმატოთ ისინი თქვენს ყოველდღიურ რუტინას.

ხარისხის კონტროლი და უსაფრთხოება 

ჩვენი კორეელი პარტნიორის RB group ის წარმოების პროცესი, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობს, დამოწმებულია ხარისხის მართვის სტანდარტებით ISO 9001, 14001, 22716, რაც ადასტურებს, რომ თითოეული პროდუქტის წარმოება მკაცრად კონტროლდება ყველა ეტაპზე — კომპონენტების მოძიებიდან პროდუქტის გამოშვებამდე.

შედეგი პირველივე მოხამრების შემდეგ 

ახალგაზრდობისა და დღეგრძელობის უნიკალური ეროვნული რეცეპტები, დროში გამოცდილი, კოსმეტიკური კვლევის საფუძველი ხდება, მათ ემატება მძლავრი სამეცნიერო ბაზა და ეს ყველაფერი ამტკიცებს მაღალ ეფექტურობას.

შემადგენლობა: WATER, CYCLOPENTASILOXANE, GLYCERIN, CYCLOHEXASILOXANE, DIPROPYLENE GLYCOL, SODIUM CHLORIDE, CETYL PEG/PPG-10/1 DIMETHICONE, TITANIUM DIOXIDE, POLYMETHYL METHACRYLATE, MICA, TRIETHOXYCAPRYLYLSILANE, ALUMINUM HYDROXIDE, PHENOXYETHANOL, CHLORPHENESIN, FRAGRANCE, CAMELLIA JAPONICA LEAF EXTRACT, HYDROLYZED COLLAGEN, HYALURONIC ACID, DISODIUM EDTA, BUTYLENE GLYCOL, CENTELLA ASIATICA EXTRACT, 1,2-HEXANEDIOL, CAMELLIA SINENSIS LEAF EXTRACT, ROSA CANINA FRUIT EXTRACT, PORTULACA OLERACEA EXTRACT, CITRONELLOL, LIMONENE, GERANIOL, HEXYL CINNAMAL, LINALOOL, CI 77491, CI 77492, CI 77499.

კამელიას ექსტრაქტი — აღადგენს დაზიანებულ კანის უჯრედებს, ზრდის მის ელასტიურობას და ასწორებს წვრილ ნაოჭებს. ინტენსიურად კვებავს კანს და აძლევს მას ახალგაზრდულ, მბზინავ იერს.

ჰიდროლიზებული კოლაგენი — აქვს გამამკვრივებელი ეფექტი, ამკვრივებს კანს, ასწორებს ნაოჭებს, ატენიანებს და ხელს უწყობს ახალგაზრდობის და ელასტიურობის შენარჩუნებას, ზრდის მის რეგენერაციის უნარს.

Ჰიალურონის მჟავა — არეგულირებს კანის წყლის ბალანსს, ზრუნავს მის ელასტიურობაზე, პასუხისმგებელია კანის შიდა ფენების აღდგენის პროცესებზე.

Centella asiatica — გავლენას ახდენს კოლაგენის სინთეზზე და ზრდის ამ პროცესის ეფექტურობას 30% -ით კანის ღრმა ფენებში. ექსტრაქტთან ერთად კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების შემდეგ კანი ხდება უფრო მკვრივი და თან ელასტიური.

ვარდის ექსტრაქტი — ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ახდენს ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალიზებას.

პიურსის ექსტრაქტი — აქვს მატონიზირებელი, ჭრილობის შეხორცების ეფექტი, ასტიმულირებს ქსოვილების რეგენერაციას.

წაისვით CC კრემი თხელი ფენით, როგორც შეფერილი დამატენიანებელი.

პროდუქტის მიმოხილვები სრულყოფილი CC კრემი, Beige