საიტის ძველი ვერსია

გადასვლა
Be Loved

კომპლექსური ხელის კრემი

ნაზი კრემი სრულყოფილად ზრუნავს თქვენი ხელების სილამაზეზე. ბუნებრივი მცენარეული ზეთები და SesaFlash® ინტენსიურად არბილებენ და კვებავენ კანს. ლოტუსის, ჟასმინის და ჭვავის ექსტრაქტები აძლიერებს კანს, აღმოფხვრის სიწითლეს და კანის ქერცვლას. კრემი მყისიერად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმიან ლაქებს

100მგ.

380
!შესაძლებელია სასაჩუქრე ანგარიშიდან გადახდა

კრემი იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის.

  • ატენიანებს კანს, აღადგენს მის სიმკვრივეს
  • აქვს დამარბილებელი და მკვებავი ეფექტი. ააქიურებს მეტაბოლიზმს
  • ინარჩუნებს კანის ახალგაზრდობას

ვისთვის არის?

  • ვინც ეძებს თავის მოვლის პერსონალურ პროგრამას
  • ვინც აფასებს თანამედროვე შეფუთვას
  • ვისთვისაც კოსმეტიკის ხარისხი და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია
  • ვისთვისაც მნიშვნელოვანია რომ კოსმეტიკა მუშაობდეს

 

  • სწრაფად შეიწოვება
  • არ ტოვებს წებოვნობის შეგრძნებას
  • ინტენსიურად ატენიანებს, აღადგენს და აუმჯობესებს კანს
  • ააქტიურებს დამცავ მექანიზმებს

შემადგენლობა: Demineralized water, isononyl isononanoate, methylene bis-benzotriazolyl teramethylbutylphenol, ethylhexyl methoxycinnamate hypericum perforatum extract, rosmarinus officinalis extract, green tea extract, lecithin, polyglyceryl-3 polyricinoleat, cetearyl alcohol & ceteayl glucoside, glycerin & acrylates copolymer & vp/polycarbamyl polyglycol ester & hydrolyzed sesame protein pg-propyl methylsilanediol, ethylhexil stearate, nelumbo nucifera gaertn extract, jasmine extract, rye extract, sodium lactate and sodium pca and sorbitol and hydrolyzed collagen and proline, hyaluronic acid, amygdalus dulcis oil, argania spinosa oil, santalum spicatum oil, retinol, citric acid and silver citrate, ascorbic acid, tocopherol, parfum.

აქტიური კომპონენტები: 

SesaFlash - მყისიერად არბილებს და ასწორებს კანს, აქვს გამოხატული ლიფტინგ ეფექტი, ატენიანებს .

ჰიალურონის მჟავა ბუნებრივი მაგნიტია ტენიანობისთვის. მის ერთ მოლეკულას შეუძლია შეინარჩუნოს საკუთარ ზომაზე 100-ჯერ წყლის რაოდენობა. აორმაგებს კანის წყლის ბალანსს, ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს.

Prodew - მცენარეული წარმომავლობის პროდუქტი დაფუძნებული ამინომჟავებზე. ადამიანის კანის ბუნებრივი დამატენიანებელი კომპლექსის იდენტურია. Prodew®– ს განსაკუთრებული ტენიანობის შემანარჩუნებელი თვისებები უზრუნველყოფს კანის სტრუქტურული ცილების წარმოებას, რაც მას ახალგაზრდულად და ჯანმრთელად ინარჩუნებს.

არგანის ზეთი - ზეთის უნიკალური თვისებები აიხსნება იმით, რომ ის 80% შედგება ცხიმოვანი  მჟავებისგან, მათ შორის 35% აუცილებელი ლინოლის მჟავისგან. გარდა ამისა, ის მდიდარია E ვიტამინით, რომელიც იცავს კანს დაბერებისგან. შეიცავს იშვიათ სტეროლებს, რომლებიც სხვა ზეთში არ იძებნება. არგანის ზეთი ამშვიდებს და არბილებს კანს, ატენიანებს მას, იცავს სიმშრალისა და გაღიზიანებისგან, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას, აშორებს ნაოჭებს და ამცირებს შესამჩნევ დაზიანებებს.

  • ლოტოსის, ჟასმინის, ჭვავის ექსტრაქტი
  • ტკბილი ნუშის ზეთი, ში (შის ზეთი)
  • ვიტამინი A, E, C.

 

გამოყენების მეთოდი: 

  • წაისვით ხელზე და გადაანაწილეთ . 
  • გამოდგება ხშირი მოხმარებისთვის

პროდუქტის მიმოხილვები კომპლექსური ხელის კრემი