Новый интернет-магазин уже здесь

გადასვლა
Be loved. Be smart

ნიღაბი-გელი გამაგრილებელი

ყველა ტიპის კანისთვის

ბამბუკის წყლის საფუძველზე შექმნილი ნიღაბი შესანიშნავი საშუალებაა თქვენი კანის მოწესრიგებისა და სისუფთავისთვის, მისცემს დასვენებულ იერს რამდენიმე წუთში. ბამბუკის წყალი და ალოეს ექსტრაქტი უჯრედებს აჯერებს ატენით. სალბი ამშვიდებს და ახდენს ტონიზირებას. ხორბლის ჩანასახის ექსტრაქტი კვებავს და ამკვრივებს კანს.

გამოდგება ყველა ტიპის და ასაკის კანისთვის

50 მლ

წარმოებულია რუსეთში

0% პარაბენი, მინერალური ზეთი

890

ნიღაბი მყისიერად ამშვიდებს და აახალგაზრდავებს სახეს, ახდენს ტონიზირებას, კვებავს კანს ჟანგბადით და სასარგებლო მიკროელემენტებით, ასევე ინარჩუნებს ჰიდრატაციის ოპტიმალურ დონეს. იცავს გარემოს მავნე ფაქტორებისგან, არბილებს, ახდენს კოლაგენის გამომუშავების სტიმულირებას, აფერხებს დაბერებას, ათანაბრებს კანის ტონს და აუმჯობესებს სახის ფერს.

ბამბუკის წყალი, სილიციუმის მაღალი შემცველობის გამო, ებრძვის კანის ტურგორის შემცირების ასაკობრივ პრობლემას, აღადგენს კოლაგენის ბუნებრივ გამომუშავებას, რის შედეგადაც კანი ხდება უფრო მოქნილი და ელასტიური. 

პანთენოლი აჩქარებს კანის რეგენერაციას, ინარჩუნებს და ზრდის ქსოვილების ელასტიურობას, ასწორებს ნაოჭებს, გააჩნია გამოხატული დამცავი და ლიფტინგის მოქმედება.

ალოეს ექსტრაქტი შესანიშნავად ატენიანებს, გააჩნია დამამშვიდებელი და სამკურნალო ეფექტი, აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს და ქსოვილებს და ხელს უწყობს კანის ახალგაზრდობას და ჯანმრთელობას.

სალბის ფოთლის ექსტრაქტს გააჩნია ჭრილობის შეხორცების, მატონიზირებელი მოქმედება. სალბის საფუძველზე დამზადებული კოსმეტიკა ნაზად ატენიანებს და ამშვიდებს გაღიზიანებულ და დაზიანებულ კანს. სალბი ანელებს კანის დაბერებას, ასუფთავებს მას, შეუცვლელია ცხიმიანი და პრობლემური კანის მოვლისთვის.

ხორბლის პროტეინს აქვს გამოხატული ლიფტინგის ეფექტი, არბილებს კანს და ინარჩუნებს ტენიანობის ოპტიმალურ დონეს.

0% პარაბენი, მინერალური ზეთი

აქტიური კომპონენტები: ბამბუკის წყალი, გლიკოლის მჟავა, ხორბლის ჩანასახის პროტეინები, პანთენოლი, ექსტრაქტები: ალოე, სალბის ფოთლები, ჰამამელისი.

შემადგენლობა: BAMBUSA (BAMBOO) WATER (AQUA* (AND) PROPYLENE GLYCOL (AND) BAMBUSA ARUNDINACEA LEAF EXTRACT* (AND) POTASSIUM SORBATE (AND) SODIUM BENZOATE), GLYCOLIC ACID*, GLYCERIN* (AND) AQUA* (AND) HAMAMELIS VIRGINIANA (WITCH HAZEL) LEAF EXTRACT*, SALVIA OFFICINALIS (SAGE) LEAF EXTRACT* (AND) AQUA* (AND) PROPYLENE GLYCOL, PROPYLENE GLYCOL (AND) AQUA* (AND) ALOE BARBADENSIS LEAF EXTRACT*, GLYCERIN*, HYDROLYZED WHEAT PROTEIN*, MENTHYL LACTATE (AND) PPG-26-BUTETH-26 (AND) PEG-40 HYDROGENATED CASTOR OIL*, PHENOXYETHANOL (AND) ETHYLHEXYLGLYCERIN, CARBOMER, XANTHAN GUM*, COCO-GLUCOSIDE*, PANTHENOL, DECETH-7 (AND) PEG-40 HYDROGENATED CASTOR OIL* (AND) PPG-26-BUTETH-26 (AND) AQUA*, AQUA* (AND) SODIUM HYDROXIDE, FRAGRANCE, LINALOOL, HEXYL CINNAMAL, ALPHA-ISOMETHYL IONONE, COUMARIN.

* ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტები.

წაისვით მშრალ, წინასწარ გაწმენდილ კანზე, თვალების ირგვლივ არის გარდა. 10-15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ ნიღბის ნარჩენები.

პროდუქტის მიმოხილვები ნიღაბი-გელი გამაგრილებელი

თქვენი ადგილდებარეობა

ყურადღება! ქვეყნის შეცვლის შემთხვევაში შესაძლებელია კალათა შეიცვალოს.