Новый интернет-магазин уже здесь

გადასვლა
Be loved. Be smart

19 ნახშირის ნიღაბი "დეტოქს ეფექტი"

ყველა ტიპის კანისთვის

ბამბუკის წყალის საფუძველზე დამზადებული ნახშირის ნიღაბით "დეტოქს ეფექტი", სულ რაღაც 5 წუთში კანი შეიძენს ბზინვარებას და სინორჩეს როგორც სრულფასოვანი ძილის შემდეგ. ხის ნახშირს კანიდან გამოჰყავს მინარევები და ტოქსინები , შთანთქავს ზედმეტ ცხიმს, აკონტროლებს ცხიმის და აფერხებს პოსტაკნეს წარმოქმნას. თეთრი ტირიფის ქერქის ექსტრაქტს გააჩნია ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ინდური ხურტკმელის ექსტრაქტი ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც იწვევენ კანის დაბერებას. მანგოს თესლის ზეთი ხსნის გაღიზიანებას, კვებავს და არბილებს კანს. გვირილა ამშვიდებს და ახდენს ტონიზირებას.

რეკომენდირებულია კვირაში 1-2-ჯერ გამოყენება, კანის ტიპის შესაბამისად

ნიღაბი მოუხდება ყველა ტიპის კანს, მგრძნობიარეს ჩათვლით

50 მლ

წარმოებულია რუსეთში

0% პარაბენი, მინერალური ზეთი

890

ნიღაბი ღრმად წმენდს კანს, გამოჰყავს ტოქსინები, ავიწროებს ფორებს, აშორებს შავ წერტილებს, აკონტროლებს ცხიმიან ბზინვარებას, ამცირებს სიწითლეს და გაღიზიანებას, ავსებს უჯრედებში ენერგიას და არბილებს კანის ტექსტურას, ტოვებს მას მქრქალს და სუფთას. 

ბამბუკის წყალი, სილიციუმის მაღალი შემცველობის გამო, ებრძვის კანის ტურგორის შემცირების ასაკობრივ პრობლემას, აღადგენს კოლაგენის ბუნებრივ გამომუშავებას, რის შედეგადაც კანი ხდება უფრო მოქნილი და ელასტიური. 

ხის ნახშირი შლის ზედმეტ ცხიმს, ასუფთავებს, ახდენს წყლისა და ცხიმის ბალანსის ნორმალიზებას, ავიწროებს ფორებს, აფერხებს ანთებას, ასწორებს კანის რელიეფს.

კაოლინი აშრობს, ავიწროებს ფორებს, აკონტროლებს ცხიმოვან ჯირკვლების მუშაობას. ცხიმის ზომიერად წარმოება ხელს შეუშლის ფორების დახშობას და შავი წერტილები თანდათან გაიწმინდება. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება, ხელს უწყობს პრობლემური კანის მკურნალობას, აჩქარებს სისხლის მიმოქცევას, ათანაბრებს კანის ტონს.

მანგოს თესლის ზეთი შესანიშნავად ატენიანებს, რის წყალობითაც, გამოყენების შემდეგ, კანი ხდება ელასტიური, ხავერდოვანი და რბილი. ნივთიერებების შემადგენლობაში არაპროფიზირებადი ფრაქციის შემცველობა განსაზღვრავს რეგენერაციულ და აღმდგენ ეფექტს: ზეთი შესანიშნავად კურნავს დამზრალ კანს, ებრძვის აქერცვლას. ხელს უწყობს მცირე ნაწიბურების და ნაიარევის გაქრობას, ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას.

თეთრი ტირიფის ქერქის ექსტრაქტი არის სალიცილის მჟავის ბუნებრივი წყარო. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და ცხიმის მარეგულირებელი თვისებები, ახდენს უჯრედების რეგენერაციის სტიმულირებას.

ინდური ხურტკმელის კენკრის ექსტრაქტი მდიდარია ტანინებით და სხვა პოლიფენოლებით, ფლავონოიდებით და C ვიტამინით. ეს არის ძლიერი თავისუფალი ანტიოქსიდანტი, რომელიც მონაწილეობს ჟანგვის კასკადში და ასევე ებრძვის დაბერების ნიშნებს. გამოიყენება, როგორც კანის უსაფრთხო და ეფექტური გამათეთრებელი ჭორფლის და ასაკობრივი ლაქების საწინააღმდეგო საშუალებებში. გააჩნია ანტიმიკრობული, სოკოს საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

0% პარაბენი, მინერალური ზეთი

აქტიური კომპონენტები: ბამბუკის წყალი, ნახშირის ფხვნილი, კაოლინი (თეთრი თიხა), მანგოს თესლის ზეთი, ექსტრაქტები: შვრია, შაქრის ლერწამი, გვირილა, ინდური ხურტკმელი, თეთრი ტირიფის ქერქი, ხორბლის ჩანასახის პროტეინი.

შემადგენლობა: BAMBUSA (BAMBOO) WATER (AQUA* (AND) PROPYLENE GLYCOL (AND) BAMBUSA ARUNDINACEA LEAF EXTRACT* (AND) POTASSIUM SORBATE (AND) SODIUM BENZOATE), CHARCOAL POWDER*, KAOLIN*,  MANGIFERA INDICA (MANGO) SEED OIL*, DECYL GLUCOSIDE*, GLYCERIN*, HECTORITE* (AND) HYDROXYETHYLCELLULOSE*, AVENA SATIVA (OAT) SEED EXTRACT*, EMBLICA OFFICINALIS FRUIT EXTRACT*, SALIX ALBA BARK EXTRACT*, BUTYLENE GLYCOL (AND) PERILLA OCYMOIDES (SHISO) SEED EXTRACT*, QUILLAJA SAPONARIA BARK EXTRACT*, SACCHARUM OFFICINARUM EXTRACT*, CHAMOMILLA RECUTITA FLOWER EXTRACT*, HYDROLYZED WHEAT PROTEIN*, PHENOXYETHANOL (AND) ETHYLHEXYLGLYCERIN, XANTHAN GUM*, FRAGRANCE, LINALOOL, HEXYL CINNAMAL, ALPHA-ISOMETHYL IONONE, COUMARIN.

* ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტები.

 

წაისვით ნამიან, წინასწარ გაწმენდილ კანზე, თვალების ირგვლივ არის გარდა. შეიზილეთ მასაჟის ნაზი წრიული მოძრაობებით. საჭიროების შემთხვევაში დატოვეთ 3-5 წუთი, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

პროდუქტის მიმოხილვები 19 ნახშირის ნიღაბი "დეტოქს ეფექტი"

თქვენი ადგილდებარეობა

ყურადღება! ქვეყნის შეცვლის შემთხვევაში შესაძლებელია კალათა შეიცვალოს.